Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 200 000–ს უახლოვდება

საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 200 000–ს უახლოვდება

25/04/2020 12:37:52 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 200 000–ს უახლოვდება. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.

  • თურქეთი: 104 912 ინფიცირებული, 2 600 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 1 617 ინფიცირებული, 21 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 1677 ინფიცირებული, 28 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 74 588 ინფიცირებული, 681 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 198 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 800 000–ს გადააჭარბა, 813 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S