Accentnews.ge
კახეთში პოლიციელი საკუთარი საცხობიდან მარტოხელა ხანდაზმულებს პურს უსასყიდლოდ ურიგებს

კახეთში პოლიციელი საკუთარი საცხობიდან მარტოხელა ხანდაზმულებს პურს უსასყიდლოდ ურიგებს

25/04/2020 09:56:43 საზოგადოება

ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ერთად ყოფნა და ერთმანეთის თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანია. სოლიდარობის მაგალითები ბევრია და ადამიანებიც ერთმანეთის დახმარებას სხვადასხვანაირად ცდილობენ. მაგალითად, კახეთში პოლიციელი საკუთარი საცხობიდან მარტოხელა ხანდაზმულებს პურს უსასყიდლოდ ურიგებს. პატრულ-ინსპექტორი იოსებ გომურაშვილი თელავის სოფელ კისისხევში ყოველდღიურად 30-ზე მეტ ადამიანს ეხმარება.

სამართალდამცველმა მოიძია იმ ადამიანების მონაცემები, რომელთაც ფინანსურად უჭირთ და ყოველდღიურად, მოხალისეების დახმარებით, ათობით მარტოხელა თანასოფლელს საჭირო რაოდენობის პურით ამარაგებს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S