ბოლნისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რის გამოც ორ სოფელში ზომები გამკაცრდა
25/04/2020 08:20:15 საზოგადოება
დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ბოლნისში ახალი კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო სოფლებში – ხატისოფელი და მუშევანი ზომები გამკაცრდა და საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.
არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდათ ამ დრომდე ბოლნისში დადასტურებული შემთხვევების მჭიდრო კონტაქტებს.
დღეს დადასტურებული შემთხვევების გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ 80 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 4 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.


