Accentnews.ge
"იმედი გვაქვს, დღეს კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 16 ადამიანი დატოვებს"

"იმედი გვაქვს, დღეს კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 16 ადამიანი დატოვებს"

25/04/2020 08:12:50 საზოგადოება

"იმედი გვაქვს, დღეს კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 16 ადამიანი დატოვებს", – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე გვყავს 112 პაციენტი, აქედან რეანიმაციულ განყოფილებაში ისევ გვიწევს 8 პაციენტი, დამატებით არც ერთი შემთხვევა არ დამძიმებულა, 3-ის მდგომაროება რჩება მძიმე, 5-ის მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურად რჩება დადებითი დინამიკით კლინიკური მახასიათებლებით. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ამ ეტეპზე რჩება სტაბილური. 44 კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავს მწვავე პნევმონიით, მაგრამ უარყოფითი დინამიკის გარეშე. გუშინ მივიღეთ 7 ახალი პაციენტი და მათთან ამ დრომდე არ დასტურდება არანაირი გართულება.

რაც შეეხება გაგზავნილ პასუხებს, ყველაზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი. ამ ეტაპზე უკვე მიდის 5 პაციენტი კლინიკიდან კორონავირუსის გარეშე, ველოდებით 11 პაციენტის ანალიზს, იმედი გვაქვს, რომ 11-ვე მოვა უარყოფითი და დღის განმავლობაში 16 დატოვებს კლინიკას”, - განაცხადა რატიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S