ექიმი: "ახალ ორ პაციენს კორონავირუსი თითქმის გადატანილი აქვთ"
25/04/2020 06:55:01 საზოგადოება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი ტიპის კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი შეიყვანეს. ისინი საშუალო ასაკის პაციენტები ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან არიან.
ექიმ ედიშერ ასათიანის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შეიძლება ითქვას, რომ პაციენტებს კორონავირუსი "თითქმის გადატანილი აქვთ".
დამაკმაყოფილებელია სხვა პაციენტების მდგომარეობაც. ამ დროისთვის კლინიკაში გამოსაკვლევი პაციენტები არ ჰყავთ. დღეს კლინიკას კიდევ ერთი ადამიანი დატოვებს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 23 კოიდპაციენტია ჰყავთ.
ამ დროისთვის ქვეყანაში 456 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 132 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხუთი კი გარდაიცვალა.


