Accentnews.ge
მედია: ჩინეთმა კიმ ჩენ ინს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მედიკოსების ჯგუფი გაუგზავნა

მედია: ჩინეთმა კიმ ჩენ ინს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მედიკოსების ჯგუფი გაუგზავნა

25/04/2020 06:33:30 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში მედიკოსების ჯგუფი გააგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჯგუფმა კიმ ჩენ ინთან დაკავშირებით რეკომენდაციები და რჩევები უნდა გასცეს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც კიმ ჩენ ინი 15 აპრილს ბაბუამისის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებს არ დაესწრო.

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს გულზე ოპერაცია დასჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. თუმცა ამ ინფორმაციას ფხენიანი არ ადასტურებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S