საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
25/04/2020 06:29:39 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საატში 25–ით გაიზარდა, ამდენად, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 456 გახდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4949 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 555 პირი.
ინფორმაციისთვის: 456 ადამიანიდან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


