როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა – კალაძის კომენტარი
24/04/2020 19:33:15 საზოგადოება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას რაც შეეხება, ჩვენ რა თქმა უნდა ვაკვირდებით პირველ რიგში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა.
„მე როდესაც ვსაუბრობ რომ უნდა ვიყოთ ფრთხილები, ყოველდღიურ რეჟიმში ყოველ საათში იცვლება მოცემულობა. შესაბამისად ჩვენ მოგვიწევს დაკვირვება, როგორ განვითარდება მოვლენები, ეს პროცესი. დავაკვირდებით ამ ეტაპების განხორციელებას და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებით.
ძალიან რთულია ასე ცხოვრება და ძალიან მძიმეა, იყო ჩაკეტილი. მეგობართან ვერ გადიხარ, ქალაქში ვერ გადიხარ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს მოქალაქეებს და შემთხვევით არ არის ის შედეგი რაც დღეს გვაქვს.
როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეტაპებზე და მოხსნით ღონისძიებებზე, ყველა მიმართულებით გასათვალისწინებელი იქნება დაცული იყოს უსაფრთხოების ის მოთხოვნები, რაზეც დარგის სპეციალისტები ამბობენ. პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები დისტანცია უნდა იყოს დაცული. ბევრი რამის გათვალისწინება მოგვიწევს ჩვენს ყოველდღიურობაში რასაც ვაკეთებთ დღეს, რომ დავიცვათ ერთმანეთი და ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, - აღნიშნა კალაძემ.


