Accentnews.ge
რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარს მოზაიკა “დაამშვენებს” პუტინის, შოიგუსა და სტალინის გამოსახულებით

რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარს მოზაიკა “დაამშვენებს” პუტინის, შოიგუსა და სტალინის გამოსახულებით

24/04/2020 17:01:32 მსოფლიო

გამოცემა "МБХ медиа"-მ იმ დაუსრულებელი მოზაიკების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლითაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძრის კედლები გაფორმდება. ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილ მოზაიკაზე პრეზიენტ პუტინის, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ვალენტინა მატვიენკოს, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ვოლოდინის, უშიშროების საბჭოს მდივნის პატრუშევისა და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელ ბორტნიკოვის გამოსახულებები ჩანს.

კიდევ ერთ მოზაიკაზე გამოსახულია 1945 წელს წითელ მოედანზე გამართული აღლუმი სტალინის დიდი პორტრეტით, მესამეზე კი – წარწერა “"Крым наш" (“ყირიმი ჩვენია”).

• შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძრის გახსნას ხელისუფლება 9 მაისს, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გეგმავდა. შენობის სიმაღლე 95 მეტრი იქნება, რაც მას მსოფლიოში სიმაღლით მესამე ტაძრად აქცევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S