24 საათში კორონავირუსს დიდ ბრიტანეთში მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე იტალიაში
24/04/2020 16:17:30 მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს ბოლო 24 საათის განმავლობაში 768 ადამიანი ემსხვერპლა, რის შედეგადაც ქვეყანაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 19 508-მდე გაიზარდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორნავირუსის 5 386 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 143 464-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით დაინფიცრებისა და გარდაცვალების შემთხვევები მცირდება.
რაც შრრხება იტალიას, ახალი კორონავრუსით გარდაცვალების 420 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით 25 969 ადამიანი დაიღუპა.
იტალიაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 021 ახალი შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი უკვე 192 994 ადამიანს დაუდასტურდა.


