რუხის საავადმყოფომ პაციენტების მიღება დაიწყო
24/04/2020 16:01:36 საზოგადოება
რუხის საავადმყოფომ ფუნქციონირება დაიწყო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებამ ცხელებით შემოსული სამი პაციენტი უკვე მიიღო და კლინიკა მზადაა, როგორც ცხელებით, ასევე Covid-19-ით ინფიცირებული მოქალაქეების მისაღებად.
სამედიცინო დაწესებულებას ამ დროისთვის 78 პაციენტის მიღება შეუძლია, თუმცა მიმდინარეობს დამატებით აღჭურვის პროცესი და კლინიკა საბოლოოდ 220 პაციენტის მიღებას შეძლებს.
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ კი აღნიშნა, რომ კლინიკის აღჭურვა რეკორდულად მცირე ვადებში მოხდა.
მისივე განცხადებით, პირველ ეტაპზე ანალიზები გადაგზავნილი იქნება ლაბორატორიაში, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება სპეციალური აპარატის ჩატანა, რათა ე.წ. პისიარ ტესტირება ადგილზევე მოხდეს.


