Accentnews.ge
აკაკი ბობოხიძე: „არ ვმუშაობდი, არც ახლა ვმუშაობ და არ მეხმარები?!“

აკაკი ბობოხიძე: „არ ვმუშაობდი, არც ახლა ვმუშაობ და არ მეხმარები?!“

24/04/2020 15:05:46 პოლიტიკა, საზოგადოება

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს. კრიტიკის საფუძველი მათ შორის ის გახდა, რომ ერთჯერადი დახმარება არაა გათვალისწინებული პირებისთვის, რომელთაც სამსახური არ დაუკარგავთ, რადგან დასაქმებულები არც ყოფილან.

„რა ქნან იმ ადამიანებმა , რომელთაც სამსახური არათუ არ დაუაკარგავთ, არც ჰქონიათ?! ხელისყფლების პასუხი მოქმედებით ჩანს – ეს ადამიანები ამდენ ხანსაც ხომ ძლებდნენ შემოსავლის გარეშე, ხოდა ალბათ, ახლაც გაძლებენ – დაახლოებით ასეთი დამოკიდებულებაა მოქალაქეების მიმართ ხელისუფლების მხრიდან.

აქ უმუშევრობის აღმოფხვრაზე არაა საუბარი, საუბარია ერთჯერად სოციალურ სოლიდარობაზე, როდესაც უნდა დავუჭიროთ მხარი ყველას, ვისაც უჭირს. ხელისუფლება 500 და 600 ლარით მრავალშვილიანებს ხომ არ ეხმარებოდა, მაგრამ დღეს განსაკუთრებული მდგომარეობა შეიქმნა, როდესცა გადავწყვიტეთ ურთიერთსოლიდარობა. შესაძლოა უმუშევრებს ხელისუფლება მუდმივად ვერ დაეხმაროს, მაგრამ ახლა ისინი ყველაზე დასახმარებლები არიან: ის უმუშერები სინამდვილეში ჰაერით ხომ არ იკვებებოდნენ? ან მეზობელი ან ნათესავი ეხმარებდა და სად ჩანს მათი დახმარება? არ ვმუშაობდი და არც ახლა ვმუშაობ და არ მეხმარები? ამიტომ, ჩვენი გეგმა მარტივი იყო – უნდა დავხმარებოდით ყველას და არა ოჯახებს, არამედ თითო სულს. დროებით უმუშევარს, რომელიც ინახავდა 2 ან 10–სულიან ოჯახს, ყველას ერთნაირად ვეხმარებით?“,– აცხადებს ბობოხიძე.

„ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, მოქალაქეებს საპენსიო პონდის გამოყენების უფლება მისცეს, პრემიერმა კი დღეს განაცხადა, რომ დღეს ფონდში დაგროვილი თანხსი ხელის ხლება უპასუხსიმგებლობა იქნებოდა.

იხილეთ ასევე: ვინ რა სახის დახმარებას მიიღებ პანდემიის პირობებში – ე.წ. ზრუნვის პაკეტი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S