საქართველოში კორონავირუსი კიდევ 18–მა ადამიანმა დაამარცხა
24/04/2020 13:54:48 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსი კიდევ 18–მა ადამიანმა დაამარცხა, ამდენად, 132–მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამასთან, ამ დროისთვის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 431–ია, მათგან ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.


