Accentnews.ge
ტრამპის განცხადების შემდეგ Lysol მომხმარებლებს მიმართავს: „დაუშვებელია, სადეზინფექციო საშუალება რაიმე გზით მოხვდეს თქვენს სხეულში“

ტრამპის განცხადების შემდეგ Lysol მომხმარებლებს მიმართავს: „დაუშვებელია, სადეზინფექციო საშუალება რაიმე გზით მოხვდეს თქვენს სხეულში“

24/04/2020 11:44:33 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ ამერიკულმა სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელმა კომპანიამ Lysol მოქალაქეები გააფრთხილა.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია ჩვენს პროდუქციაზე. არ დალიოთ და არც ინექციის სახით გაიკეთოთ ჩვენი პროდუქცია. დაუშვებელია, სადეზინფექციო საშუალება რაიმე გზით მოხვდეს თქვენს სხეულში. ეს ძალიან საშიშია“, – აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის განცხადების შემდეგ მოსახლეობას ამერიკელმა ექიმებმაც მოუწოდეს, არც დალიონ და არც ინექცია გაიკეთონ სადეზინფექციო საშუალებების, რადგან ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.

ექიმების აღნიშნული მოწოდება აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას მოჰყვა. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შეიძლება, ვირუსი შეაკავოს.

„სადეზინფექციო საშუალება ერთბაშად გათიშავს ვირუსს. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მისი შეყვანა პაციენტის ორგანიზმში. სადეზინფექციო საშუალება ფილტვებში მოხვდება. საინტერესოა ამის შემოწმება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 000–ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავდებამ 50 243 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 886 709, გამოჯანმრთელებულია 85 922.

კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 191 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 720 000–ს გადააჭარბა, 750 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S