როდიდან დაიწყება „ზრუნვის პაკეტის“ განხორციელება
24/04/2020 11:35:21 საზოგადოება
სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სოციალური ჯგუფები ფინანსურ დახმარებას მაისიდან მიიღებენ, ხოლო ათვლა, მარტიდან დაიწყება,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ეს არის სახელმწიფო დახმარება კონკრეტული ფიზიკური პირებისთვის. ათვლა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მოხდება, ხოლო გადარიცხვები მაისიდან დაიწყება“,– განაცხადა გახარიამ 1200-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით.
საგანგებო მდგმარეობა ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებს.
იხილეთ ასევე: ვინ რა სახის დახმარებას მიიღებ პანდემიის პირობებში – ე.წ. ზრუნვის პაკეტი


