2021 წლიდან პენსია ნაწილისთვის 20 ლარით, ხოლო ნაწილისთვის 25–ლარით გაიზრდება
24/04/2020 10:34:05 საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსია ნაწილი პენსიონერებისთვის 20 ლარით, ხოლო ნაწილისთვის 25–ლარით გაიზრდება.
„პენსია გაიზრდება არანაკლებ იმფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად პერსიონერებს ფასების ზრდას პენსიის სახით უზღვევს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით. 70–წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინმფლაციის პროცენტული რაოდენობის ზრდისა, ეკონომიკური ზრდის 80%–ით მიიღებენ პენსიის ზრდის შესაძლებლობას. რაც ნიშნავს, რომ 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებს 25 ლარით გაეზრდებათ. ეს არის ქვედა ზღვარი, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ჩვენს პენსიონერს უზღვევს იმფლაციის რისკებს“,– განაცხადა გახარიამ.


