Accentnews.ge
სომხეთი დღეს “ოსმალურ თურქეთში სომეხთა გენოციდის 105-ე წლისთავს” აღნიშნავს

სომხეთი დღეს “ოსმალურ თურქეთში სომეხთა გენოციდის 105-ე წლისთავს” აღნიშნავს

24/04/2020 10:08:08 მსოფლიო

სომხეთი დღეს “ოსმალურ თურქეთში სომეხთა გენოციდის 105-ე წლისთავს” აღნიშნავს.

ეპიდემიის გამო ერევანში “ციცერნაკაბერდის” მემორიალისკენ მეჩირაღდნეთა ტრადიციული მსვლელობა გაუქმდა.

ამის ნაცვლად ერევანსა და მთელს სომხეთში ადგილობრივი დროით 21:00 სთ-ზე ქუჩის განათება გამოირთვება, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები კი ფანჯრებთან სანთლებს დაანთებენ. გარდა ამისა, ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა აღევლინა “გენოციდის მსხვერპლთა” ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანებად შერაცხა. დღეს, 24 აპრილს “სომეხთა გენოციდის 105-ე წსლითავისადმი” მიძღვნილი მასობრივი ღონისძიებები ასევე არ იქნება, “ციცერნაკაბერდის” მემორიალთან მხოლოდ ქვეყნის ხელმძღვანელი პირები მივლენ, - იუწყება რადიო “აზატუტიუნი”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S