Accentnews.ge
კორონავირუსით მოსკოვის საპატრიაქროს მაღალი იერაქი დაინფიცირდა

კორონავირუსით მოსკოვის საპატრიაქროს მაღალი იერაქი დაინფიცირდა

24/04/2020 09:33:05 მსოფლიო

მოსკოვის საპატრიაქროს საქმეთა მმართველი, მიტროპოლიტი დიონისე კორონავირუსით დაინფიცირდა,– იუწყება რუსული მედია პატრიარ კირილს დაქვემდებარებულ სამუშაო ჯგუფზე დაყრდნობით.

„მიტროპოლიტი დიონისე ექიმების რჩევით მკურნალობის კურსს სტაციონარში გადის. მას ვირუსული ინფექციის საწყისი სტადია აღენიშნება“, - აცხადებენ სამუშაო ჯგუფში.

ცნობისთვის: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 68600-ს გადააჭარბა. ვირუსს ქვეყანაში 615 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S