აჭარაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
24/04/2020 08:50:57 საზოგადოება
აჭარაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხადა.
ნინო ნიჟარაძის თქმით, 1 პაციენტს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. იგი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება და ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებია.
ნიჟარაძის განცხადებით, ინფიცირებული თვითიზოლაციაში იყო და მას მხოლოდ ერთი კონტაქტი ყავს.
„დღის განმავლობაში ორივე ლაბორატორიაში შევიდა 180 ნიმუში და გამოვლინდა 1 შემთხვევა, რომელიც ქობუელთის კლასტერთანაა დაკავშირებული, რომელიც ქალაქის ტერიტორიიდანაა და იმყოფება თვითიზოლაციაში. სულ ქობულეთის კლასტერიდან 35 შემთხვევა გყვავს. ამ 35 შემთხვევის ირგვლის პირველი და მეორე რიგის კონტაქტები 530-ია, აქედან 400 ჩაუტარდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. კლინიკაში ამ ეტაპზე 38 შემთხვევა გყვავს და 1 განკურნებულია. 1-ის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ნიჟარაძემ.
საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 431-ს შეადგენს. აქედან 114 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.


