Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ხოლო ევროპაში იკლებს

საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ხოლო ევროპაში იკლებს

24/04/2020 08:57:30 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ხოლო ევროპაში იკლებს. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია. ქვეყანაში დღე–ღამის განმავლობაში საშუალოდ 3000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილს რუსეთი იკავებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2–დღიანი კლების შემდეგ ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა კვლავ მოიმატა და ბოლო 24 საათში 5849 ადამიანი დაინფიცირდა.

რაც შეეხებ ევროპას, იმ ქვეყნებში, სადაც Covid-19–ით ყველაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ბოლო პერიოდში ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება და დღე–ღამის განმავლობაში საშუალოდ 2000 არის.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება:

  • თურქეთი: 101 790 ინფიცირებული, 2 491 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 1548 ინფიცირებული, 20 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 1 596 ინფიცირებული, 27 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 68 622 ინფიცირებული, 615 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 191 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 720 000–ს გადააჭარბა, 750 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S