Accentnews.ge
"ექიმები ერთი გუნდი ვართ და ამას ხვალ ყველას დავუმტკიცებთ"

"ექიმები ერთი გუნდი ვართ და ამას ხვალ ყველას დავუმტკიცებთ"

24/04/2020 08:00:01 საზოგადოება

"ჩვენ, ექიმები ერთი გუნდი ვართ და ამას ხვალ ყველას დავუმტკიცებთ",– ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა ჟურნალისტებთან პაციენტების მდგომარეობაზე საუბრის შემდეგ, თუმცა დეტალებზე, თუ რას გულისხმობდა ის, არ უსაუბრია.

მანამდე კი აღნიშნა, რომ უახლოეს საათებში კლინიკას სავარაუდოდ, 15 გამოჯანმრთელებული კოვიდპიცენტი დატოვებს.

"დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან 17 ტესტის უარყოფითი პასუხი მივიღეთ. დანარჩენებსაც ველოდებით. ალბათ, უახლოეს სააათებში დაახლოებით, 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას",– განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი თქმით, კლინიკაში რჩება .8 რეანიმაციული პაციენტი, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

"ჩვენ, ექიმები ერთი გუნდი ვართ და ამას ხვალ ყველას დავუმტკიცებთ".

ცნობისთვის: ამ დროისთვის ქვეყანაში 431 შემთხვევა დასტუერდება (24 საათში 11 ახალი), მათგან 114 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხუთი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S