დღეს ინფიცირებულების რიცხვს შესაძლოა, გამოჯანმრთელებულებისამ გადააჭარბოს
24/04/2020 07:54:29 საზოგადოება
საუნივერსიტეტო კლინიკიდან უახლოეს საათებში 15 პაციენტის გაწერას ელოდებიან,– ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.
"დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან 17 ტესტის უარყოფითი პასუხი მივიღეთ. დანარჩენებსაც ველოდებით. ალბათ, უახლოეს სააათებში დაახლოებით, 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას",– განაცხადა რატიანმა.
რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი თქმით, კლინიკაში რჩება .8 რეანიმაციული პაციენტი, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამასთან, რატიანმა აღნიშნა, რომ ექიმები "ერთი გუნდი" არიან:
"ჩვენ, ექიმები ერთი გუნდი ვართ და ამას ხვალ ყველას დავუმტკიცებთ".
ცნობისთვის: ამ დროისთვის ქვეყანაში 431 შემთხვევა დასტუერდება (24 საათში 11 ახალი), მათგან 114 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხუთი კი გარდაიცვალა.


