Accentnews.ge
ოსაკას მერი: „პანდემიის პერიოდში სასურსათო მაღაზიაში საყიდლებზე მამაკაცები უნდა წავიდნენ, რადგან ქალები იგივე საქმეს ძალიან დიდ დროს ანდომებენ“

ოსაკას მერი: „პანდემიის პერიოდში სასურსათო მაღაზიაში საყიდლებზე მამაკაცები უნდა წავიდნენ, რადგან ქალები იგივე საქმეს ძალიან დიდ დროს ანდომებენ“

24/04/2020 07:39:47 მსოფლიო

იაპონიის ქალაქ ოსაკას მერ იჩირო მაცუის განცხადებით, „პანდემიის პერიოდში სასურსათო მაღაზიაში საყიდლებზე მამაკაცები უნდა წავიდნენ, რადგან ქალები იგივე საქმეს ძალიან დიდ დროს ანდომებენ“.

„ქალები უფრო მეტ დროს ხარჯავენ სასურსათო საყიდლებზე, რადგან ისინი ჯერ ათვალიერებენ სხვადასხვა პროდუქტებს და შემდეგ ფიქრობენ, რომელი ვარიანტია საუკეთესო. მამაკაცები სწრაფად იღებენ ყველა იმ პროდუქტს, რაც მათ დაავალეს, რომ შეიძინონ. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ სუპერმარკეტში დიდი ხნით არ დარჩნენ“, – განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, მაღაზიებმა, რომელთაც ამის საშუალება აქვთ, უნდა შეზღუდონ დახურულ სივრცეში ხალხმრავლობა. ამასთან, მან მოსახლეობას მიმართა თხოვნით, შეეცადონ სურსათის მარაგი 2–3 დღეში ერთხელ გააკეთონ.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 1 მარტის მონაცემებით, ახალი კორნავირუსის 243 შემთხვევა იყო. ბოლო ორი კვირაა, ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იზრდება და სადღეისოდ მათი რაოდენობა 12 000–ს აჭარბებს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 191 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 720 000–ს გადააჭარბა, 750 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S