საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 11 შემთხვევა დაფიქსირდა
24/04/2020 06:20:42 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსი ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 431–მდე გაიზარდა, ამდენად, ბოლო 24 საათის განმავლობაში 11 ახალი ემთხვევა დაფიქსირდა. 114–მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
კორონავირუსით საქართველოში 5 პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, 5126 პირი საკარანტინე რეჟიმშია, 578 – სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.


