Accentnews.ge
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 000–ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 000–ს გადააჭარბა

24/04/2020 06:01:39 მსოფლიო

აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 000–ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავდებამ 50 243 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 886 709, გამოჯანმრთელებულია 85 922.

კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 191 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 720 000–ს გადააჭარბა, 750 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 425 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S