მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 200 ათასს უახლოვდება
24/04/2020 05:46:48 მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 190 ათასს გადააჭარბა. ასეთია ჯონს ჰოპკინსისი უნივერსიტეტის მონაცემები.
ამავე წყაროს თანახმად, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით სულ 190 788 ადამიანი გარდაიცვალა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კი 2,7 მილიონზე მეტია.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით სულ გამოჯანმრთელდა 738 ათასზე მეტი ადამიანი.პანდემიის ეპიცენტრი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც უკვე გამოვლენილა ინფიცირების თითქმის 870 ათასი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 50 ათასს უახლოვდება.


