Accentnews.ge
პომპეო: "ჩინეთი ჩადენილისთვის საფასურს გადაიხდის"

პომპეო: "ჩინეთი ჩადენილისთვის საფასურს გადაიხდის"

24/04/2020 05:39:56 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს განცხადებით, ჩინეთმა დიდი ტკივილი, სიცოცხლის დანაკარგი გამოიწვია და ჩადენილისთვის საფასურს გადაიხდის.

„მათ ხელში არსებული ინფორმაციის არგაზიარებით ჩინეთმა გამოიწვია დიდი ტკივილი, სიცოცხლის დანაკარგი და გლობალური ეკონომიკისთვის, ისევე როგორც ამერიკის ეკონომიკისთვის უზარმაზარი გამოწვევა“, – განაცხადა მაიკ პომპეომ ტელეკომპანია „ფოქსის“ ეთერში.

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ჩინეთი ამ დრომდე არ აწვდის სრულ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„მე კვლავ შეშფოთებული ვარ, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით ისტორია და არ შეგვიძლია ჩვენი გუნდის გაგზავნა ადგილზე, რათა მან ჩაატაროს საჭირო სამუშაო. ეს არის მიმდინარე გამოწვევა და ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვერ შეასრულეს ის, რის გაკეთებაზეც ისინი პასუხისმგებელნი არიან, როდესაც მათ ქვეყანაში პანდემიაა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S