"იმის მოლოდინი, რომ კორონავირუსი საქართველოში ან სხვა ქვეყნებში სრულად გაქრება ჯერ–ჯერობით არ არსებობს"
23/04/2020 17:59:47 საზოგადოება
"იმის მოლოდინი, რომ ახალი კორონავირუსი საქართველოში ან სხვა ქვეყნებში სრულად გაქრება ჯერ–ჯერობით არ არსებობს", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, თითოეულმა სახელმწიფომ და მოქალაქემ ვისწავლოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრება, რათა ეს პროცესი ვაქცინის და უფრო ეფექტური მკურნალობის გამოგონებამდე სწორად მართული და უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 184 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 630 000–ს გადააჭარბა, 723 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


