თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000–ს გადააჭარბა
23/04/2020 17:29:48 მსოფლიო
თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში დაავდებით 115 ადამიანი დაიღუპა და 3 116 დაინფიცირდა.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 2 491 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 101 790, გამოჯანმრთელებულია 18 491.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 184 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 630 000–ს გადააჭარბა, 723 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


