იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა
23/04/2020 16:56:30 მსოფლიო
იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. ბოლო 24 საათში დაავდებით 464 ადამიანი დაიღუპა და 2 646 დაავადდა. გუშინ კი Covid-19–ით 437 დაიღუპა და 3 370 დაინფიცირდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებას 25 549, ინფიცირებულია 189 973. გამოჯანმრთელებულია 57 576.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 184 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 630 000–ს გადააჭარბა, 723 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


