საფრანგეთში სკოლები 11 მაისიდან გაიხსნება, მაგრამ მოსწავლეთა სიარული სავალდებულო არ იქნება
23/04/2020 16:26:19 მსოფლიო
საფრანგეთში სკოლები 11 მაისიდან გაიხსნება, მაგრამ მოსწავლეთა სიარული სავალდებულო არ იქნება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქალაქების მერებთან შეხვედრისას განაცხადა.
"მშობლები, რომლებსაც არ სურთ შვილების სკოლაში გაგზავნა, არ იქნებიან ვალდებულნი რომ ეს გააკეთონ. სკოლები 11 მაისიდან გაიხსნება, თუმცა კლასში 15 მოსწავლეზე მეტი არ იქნება", – განაცხადა მაკრონმა.
ახალი კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით, საფრანგეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.


