Accentnews.ge
ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა თითქმის ნახევარი მოხუცთა თავშესაფრებში ცხოვრობდა

ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა თითქმის ნახევარი მოხუცთა თავშესაფრებში ცხოვრობდა

23/04/2020 15:52:03 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ინფორმაციით, ევროპის კონტინენტზე ახალი კორონავირუსით დაღუპულთა თითქმის ნახევარი, მოხუცთა თავშესაფრებში ცხოვრობდა. ამ დროისთვის ევროპის კონტინენტზე Covid-19-ით 1 130 000-ზე მეტი შემთხვევაა ფიქსირდება. დაავადებამ საერთო ჯამში ევროპაში 110 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

"ჩვენი მონაცემებით, ევროპაში იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, ვინც კორონავირუსით დაიღუპა, თავშესაფრებში ცხოვრობდა. ძალიან შემაშფოთებელი სურათია. ეს წარმოუდგენელი ადამიანური ტრაგედიაა", - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ფილიალის ხელმძღვანელი ჰანს კლიუგე.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 184 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 630 000–ს გადააჭარბა, 723 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S