Accentnews.ge
რას გულისხმობს „ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად“ – ცერცვაძის ვერსია

რას გულისხმობს „ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად“ – ცერცვაძის ვერსია

23/04/2020 13:34:02 საზოგადოება

პროგნოზის ფონზე, რომ მოქალაქეები კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას უნდა მიეჩვიონ, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ინფექციონისტი თეგიზ ცერცვაძე განმარტავს, რას გულისხმობს ეს მოწოდება.

„ეს ძალიან სპეციფიკური გამონათქვამია და მართლაც სწორად უნდა იქნას გაგებული. ჩემი ვერსია ასეთია: ჩვენ უნდა შევაკავოთ ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა – აღარ აღინიშნება ახალი შემთხვევების ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საბედნიეროდ, ჩვენთან რამოდენიმე ათეული ინფიცირებულია და სულ 5 გარდაცვლილი. ჩვენ უნდა შევაკავოთ ინფექცია, როგორმე უნდა შევინარჩუნოთ ამ დონეზე, შეიძლება, მოიკლოს კიდეც ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ შეზღუდვებს, საკარანტინო მოთხოვნებს, რომლებიც ზოგან მკაცრად, ზოგან ნაკლებად მკაცრად მოქმედებს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ პლაცდარმი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მცირე რაოდენობა გვქონდეს ინფიცირებულების, რათა შემსუბუქებული რეჟიმის პირობებში გადაცემათა და ახალი ინფიცირების სიხშირე დიდი არ იყოს. ვინაიდან ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ ინფექცია უახლოეს დროში სულ გაქრება და საქართველოში აღარცერთი ინფიცირებული არ გვეყოლება, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში ყოველდღიური ინფიცირებულების რაოდენობა რაღაც დაბალ ნიშნულზე იყოს, როგორც ეს სხვა ინფექციების დროსაა. ფილტვების ანთება არ ემართებათ საქართველოში ადამიანებს?! მაგრამ ეს არ არის მასიური – ასეულები და ათასეულები. ასე უნდა იყოს ამ დაავადების მიმართაც – რაღაც რაოდენობა შენარჩუნდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენი, რომ მან საზოგადოებსრივი ცხოვრების პარალიზება მოახდინოს. ამას ჰქვია, ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად“,– განმარტა ცერცვაძემ.

რაც შეეხება უკვე არსებული ღონისძიებების გამკაცრებას, ცერცვაძის თქმით, თუ მოქალაქეები უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას გამოიჩენენ, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საჭირო გახდება:

„საკმარისი სიმკაცრეა, რომ ორშაბათამდე ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია, ხოლო საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა. ეს ზომები საკმარისია, რამდენადაც, საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი არაა დრამატული. ამიტომ, შემდეგი გამკაცრება არ მიმაჩნია საჭიროდ, მაგრამ თუ ადგილი ექნება ისეთ უპასუხისმგებლო გამოვლინებებს, როგორსაც მარნეულში ჰქონდა და თუ ყევლაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის სისხლის ფასად მიღწეული სტაბილიზაცია ჩვენივე ხელით დავანგრიეთ არასაჭირო შეკრებებით, დღის წესრიგში დადგება გამკაცრების აუცილებლობა“,– განაცხადა ცერცვაძემ და დასძინა, „დავიცვათ ეს შედარებით რბილი წესები, რომ არ დაგვიდგეს მისი გამკაცრების საჭიროება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S