ნიუ-იორკის ზოოპარკში 4 ვეფხვი და 3 ლომი კორონავირუსით დაინფიცირდა
23/04/2020 12:00:55 მსოფლიო
ნიუ-იორკის ზოოპარკში 4 ვეფხვი და 3 ლომი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. როგორც CNN იუწყება, ერთ–ერთ ინფიცირებული ვეფხვს დაავადებისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ ამავე ზოოპარკში Covid-19 კიდევ ერთ ვეფხვს 6 აპრილს დაუდგინდა.
ზოოპარკის ადმინისტრაციის ვარაუდით, ცხოველებს ვირუსი მომვლელისგან გადაედოთ, რომელიც კორონავირუსისგან დაინფიცირებული იყო, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ადამიანიდან ცხოველზე ვირუსის გავრცელების შემთხვევა დადასტურებულია, პირიქით კი ჯერ–ჯერობით არა.


