აშშ COVID-19–თან საბრძოლველად გამოყოფილ თანხას მნიშვნელოვნად ზრდის
23/04/2020 11:43:18 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დღეს იღებს კანონპროექტს, რომლითაც კორონავირუსის ეკონომიკურ შედეგებთან საბრძოლველად კიდევ 484 მილიარდ აშშ დოლარი გამოიყოფა.
Reuters-ის ცნობით, ამ ნაბიჯით, ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხა ჯამში 3 ტრილიონ აშშ დოლარამდე იზრდება.
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ, 27 მარტს მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შედეგების გასამკლავებლად 2 ტრილიონი დოლარი დაიხარჯებოდა.
დაფინანსება გამოეყოფათ მცირე ბიზნესებსა და საავადმყოფოებს, რომლებიც პანდემიის გამო ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგანან.
ცნობისთვის: კორონავირუსით აშშ-ის 45 ათასამდე მოქალაქე დაიღუპა, 22 მილიონზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. Covid-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა ოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ჯამში, დადასტურებულია 855 000-ზე მეტი შემთხვევა.


