საქართველოში გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი
23/04/2020 11:30:42 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 111-მდე გაიზარდა. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ სეგქმნილ ვებ–გვერდზე STOPCOV.GE გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 420–ია, მათგან 111 განიკურნა, ხოლო ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 9 შემთხვევა დადასტურდა.


