Accentnews.ge
პრაღის მერსა და ორი რაიონის გამგებლებს რუსული საფრთხის გამო დაცვა გამოუყვეს

პრაღის მერსა და ორი რაიონის გამგებლებს რუსული საფრთხის გამო დაცვა გამოუყვეს

23/04/2020 11:08:17 მსოფლიო

რუსეთის მხრიდან სავარაუდო საფრთხის გამო პრაღის მერსა და ორი რაიონის გამგებლებს რუსული საფრთხის გამო დაცვა გამოუყვეს, - წერს ჩეხური გამოცემა “Respekt” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

მისივე ინფორმაციით, ხელისუფლება შიშობს, რომ აღნიშნულ ჩინოსნებს ქალაქში საბჭოთა სარდლის, მარშალ ივან კონევის ძეგლის დემონტაჟისა და რუსული განმათავისუფლებელი არმიის მებრძოლთა მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ საფრთხე ელით.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პოლიციის დაცვის ქვეშ არიან პრაღის მერი ზდენეკ გრჟიბი, რაიონ რჟეპორიეს გამგებელი პაველ ნოვოტნი და რაიონ პრაღა-6-ის გამგებელი ონდრჟეი კოლარჟი. პირველ ორ შემთხვევაში დაცვას პრევენციული ხასიათი აქვს, კოლარჟმა კი მკვლელობის მუქარა უკვე მიიღო.

“Respekt”-ის ცნობით, ჩეხეთის სპეცსამსახურებმა პრაღაში რუსეთის მოქალაქის ჩასვლა დააფიქსირეს, რომელიც შეიძლება, კოლარჟისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. გარდა ამისა, მათ მიერ დაფიქსირდა რუსი მზვერავების ჯგუფის გადაადგილება რუსეთიდან ევროპაში, რაც შესაძლოა, ამ სიტუაციას უკავშირდებოდეს.

3 აპრილს პრაღა-6-ში კონევის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა. მონუმენტს XX საუკუნის ხსოვნის მუზეუმში გადაიტანენ. ძეგლის დემონტაჟმა მოსკოვის მწვავე რეაქცია გამოიწვია, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეც კი აღძრა “ნაციზმის რეაბილიტაციის” მუხლით. თავის მხრივ, კოლარჟმა დემონტაჟის შემდეგ განაცხადა, რომ “ძეგლს დამცავი ნიღაბი არ ეკეთება, ის კი ახლა სავალდებულოა პრაღის ყველა მცხოვრებისთვის, რომელიც ქუჩაში გადის”.

მიმდინარე წლის მაისში რჟეპორიეში რუსული კოლაბორაციონისტული განმათავისუფლებელი არმიის მებრძოლთა მემორიალური დაფის მონტაჟი იგეგმება. 1945 წელს სწორედ მათ გაუწიეს შეიარაღებული დახმარება პრაღის ამბოხებას.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ მემორიალის განთავსების თაობაზე რუსეთის ხელისუფლების ასევე მწვავე რეაქცია გამოიწვია.სწორედ გრჟიბას თანამდებობაზე მუშაობისას გაჩნდა პრაღაში მოსკოვში მოკლული ოპოზიციონერი ლიდერის ბორის ნემცოვის სახელობის მოედანი და “ნოვაია გაზეტას” ასევე მოსკოვში მოკლული ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის ხეივანი.გრჟიბმა დაუდასტურა გამოცემას, რომ მას პოლიცია იცავს, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია. კოლარჟმა თემის კომენტირება არ ისურვა. ასევე არ გავრცელებულა ნოვოტნის კომენტარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S