Accentnews.ge
კორონავირუსით შსს–ს რამდენიმე თანამშრომელია ინფიცირებული

კორონავირუსით შსს–ს რამდენიმე თანამშრომელია ინფიცირებული

23/04/2020 09:24:20 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, კორონავირუსით შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია ინფიცირებული, ხოლო ჯანმადცვის სექტორის – 20-მდე წარმომადგენელი.

მინისტრი ამბობს, რომ მათ დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ გადაიტანეს.

„ჯარში არ დაფიქსირებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია, რომელთა შემთხვევაში დაფიქსირდა, თუმცა საგანგაშო არაფერია. არიან ექიმები, ვისაც დაუფიქსირდა, მათი რიცხვი არის 20-მდე. ეს გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, სწორედ აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი ის ალგორითმი, რის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება.

ზოგადად, ამ ჯგუფებში სიტუაცია არის კონტროლირებადი. ჩვენ დამატებით ვმუშაობთ უსაფრთხოების ნორმების დანერგვაში, მიმდინარეობს ტრეინინგები ყველა ამ ჯგუფში, რათა ისინი იყვნენ უფრო მეტად დაცულები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ძირითადად აქვთ გადატანილი დაავადება უსიმპტომოდ, რაც ყურადსაღებია და ჩვენთვის სამომავლოდ გასათვალისწნებელია, თუმცა პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ექიმი, ვინც იყო აღმოჩენილი, იმყოფებიან მონიტორინგის ქვეშ, რადგან ზუსტად ვიცოდეთ, რომ შემდგომში მათი მხრიდან შემდგომი ადამიანების დაინფიცირების რისკი არ არსებობს“ , – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S