Accentnews.ge
როგორია საქართველოში PCR ტესტების მარაგი – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

როგორია საქართველოში PCR ტესტების მარაგი – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

23/04/2020 09:19:43 საზოგადოება

მაისის დასაწყისში საქართველოში PCR ტესტების მარაგი 100 ათასამდე შეივსება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციასი გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე გამოყენებულია 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტი, ხოლო დამატებით 9 ათასი ტესტის მარაგი საავადმყოფოებშია დარიგებული.

„ჩვენ ვაგრძელებთ მრავალსაფეხურიან ტესტირებას, რაც გულისხმობს, ადამიანების გამოკვლევას როგორც სწრაფი ტესტებით, ასევე PСR ტესტებით. დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს 10 ათასზე მეტი PСR ტესტის სრული კომპლექტაცია. ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 ათას ტესტს და მაისის დასაწყისში PСR ტესტების რაოდენობა შეივსება 100 ათასამდე. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე გამოყენებულია 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტი და დამატებით ჩვენ გვაქვს 9 ათასი ტესტი, რომელიც დარიგებულია ყველა საავადმყოფოში, სადაც მიმდინარეობს როგორც პაციენტების, ასევე მათი თანამშრომლების ტესტირება, შემდგომ ხდება PCR ტესტით გადამოწმება და საეჭვო შემთხვევებზე საბოლოო პასუხის მიღება,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ტესტირებას დაექვემდებარებიან ფარმაცევტები და სასურსათო მაღაზიების პერსონალი, თუმცა, მინისტრი ვერ აკონკრეტებს თარიღს, როდის დაიწყება ეს პროცესი:

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალგორითმის დამატებით ჯგუფებზე მუშაობა. ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღებული. თუმცა იმის მიხედვით, როგორც გვაქვს დაგეგმილი გახსნითი ღონისძიებების დაშვება, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ აფთიაქებშიც და სასურსათო მაღაზიებშიც გაიზრდება ბენეფიციარების ნაკადი, შესაბამისად, ისინი შევლენ ამ ჯგუფში, თუმცა, ჯერჯერობით, ვადას ვერ დაგისახელებთ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S