Accentnews.ge
„გერმანიის რიგმა რეგიონებმა შეზღუდვები სწრაფად მოხსნა, ეს შემაშფოთებელია, რადგან კორონავირუსის კრიზისის ჯერ კიდევ დასაწყისში ვიმყოფებით“

„გერმანიის რიგმა რეგიონებმა შეზღუდვები სწრაფად მოხსნა, ეს შემაშფოთებელია, რადგან კორონავირუსის კრიზისის ჯერ კიდევ დასაწყისში ვიმყოფებით“

23/04/2020 09:20:43 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყნის რიგმა რეგიონებმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები სწრაფად მოხსნა, რაც მისი თქმით, შემაშფოთებელია.

„ჩვენ ახალი კორონავირუსის კრიზისის ჯერ კიდევ დასაწყისში ვიმყოფებით. ვირუსთან ერთად ცხოვრება დიდი ხნით მოგვიწევს. ვერ შევძლებთ, დავუბრუნდეთ ისეთ ცხოვრების რეჟიმს, რომელიც დაავადების გაჩენამდე იყო. ამიტომ, მოდით, ვიყოთ უფრო ჭკვიანები და ფრთხილები სანამ, პანდემიის პერიოდია“, – განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, რეკომენდაციების გათვალისწინება და რაც შეიძლება მეტი ტესტის ჩატარება.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში ახალმა კორონავირუსმა 5 315 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 150 729, განკურნებულია 103 300.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S