Accentnews.ge
კლინიკას დღეს რვა გამოჯანმრთელებული ტოვებს, ხვალ კი შესაძლოა, 17-მა დატოვოს

კლინიკას დღეს რვა გამოჯანმრთელებული ტოვებს, ხვალ კი შესაძლოა, 17-მა დატოვოს

23/04/2020 08:04:57 საზოგადოება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კიდევ რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება, 17-მა კი შესაძლოა, კლინიკა ხვალ დატოვოს.

კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, 17 პაციენტზე პირველადი ტესტის პასუხები უარყოფითია და მათ კორონავირუსზე განმეორებითი კვლევა ჩაუტარდებათ.

„რაც ჩვენ ვემსახურებით ქვეყანას კოვიდინფექციასთან დაკავშირებით, დაახლოებით 700-მდე საეჭვო შემთხვევა იყო სულ შემოყვანილი კლინიკაში, აქედან 119 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა. ამ ეტაპზე კლინიკაში არის 90 ინფიცირებული, დღეისათვის 8 პაციენტი ეწერება, ბოლო 24 საათში, რაც ყველაზე მეტად გვახარებს, რადგან მდენი პაციენტი არასდროს გაგვიწერია კლინიკიდან. ასევე პირველადი უარყოფითი პასუხები მოსულია დაახლოებით 17, ველოდებით განმეორებით ტესტის პასუხს, თუ ხვალ მოვიდა 17 უარყოფითი ორჯერადად, ხვალ 17 დატოვებს კლინიკას“ , – განაცხადა რატიანმა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 420- მდე გაიზარდა, ამდენად ბოლო 24 საათში 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელდა 107 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

ახალ ინფიცირებულთაგან რვის ინფიცირების წყარო ცნობილია, ხოლო ერთის მოკვლევა მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S