Accentnews.ge
მარინა ეზუგბაია: "კრიტიკული პაციენტები აღარ გვყავს"

მარინა ეზუგბაია: "კრიტიკული პაციენტები აღარ გვყავს"

23/04/2020 06:54:44 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ ჰყავთ.

როგორც მან ჟურნალისტებთა საუბრისას განაცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 44 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 17-ს მძიმე პნევმონია აღენიშნება.

„ამჟამად კოვიდის კლინიკებში 313 პაციენტი მკურნალობს. ჩვენც ცენტრში 46 პაციენტი წევს, აქედან 44 არის დადასტურებული. ახალი შემთხვევა ჩვენთან გუშინ არ დაფიქსირებულა, 2 პაციენტთან ჩატარდა კვლევა და ორივესთან ნეგატიური პასუხი იყო.

44 დადასტურებული პაციენტიდან 17 გვყავს მძიმე პნევმონიით. საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ გვყვს, იმ ორი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, მძიმე პნევმონიაში გადავიდა მათი მდგომარეობა. 7 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე დღეში ალბათ გამოჯანმრთელების პირველი ტესტის ჩატარება დაგვჭირდება და შესაბამის მონაცემებსაც მოგახსენებთ. ჩვენს ცენტრში გამოჯანმრთელებული არის 53 ადამიანი. გუშინ 1 გამოჯანმრთელებული შეგვემატა, რომელიც გუშინვე გაეწერა,” - განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S