Accentnews.ge
ახალ ინფიცირებულებს შორის ხუთი წლის ბავშვიცაა

ახალ ინფიცირებულებს შორის ხუთი წლის ბავშვიცაა

23/04/2020 06:43:45 საზოგადოება

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას კორონავირუსის ინფექციის მქონე ერთი – 5 წლის პაციენტი დაემატა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 5 წლის ბავშვი მარნეულის კლასტერიდანაა და მისი ოჯახის წევრებიც კორონავირუსით არიან დაინფიცირებული.

„ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 50 პაციენტი. მათგან 22 არის covid-19-ის დიაგნოზით. დაგვემატა ერთი 5 წლის ბავშვი, რომელიც არის ქვეყნის შიდა სექტორიდან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენთან მხოლოდ ბავშვია, მისი ოჯახის წევრები არ არიან ჩვენს კლინიკაში.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათგან 4 პაციენტი არის საყურადღებო. ამ ეტაპზე 12 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. პაციენტები თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ,"- განაცხადა სოლოღაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 107 გამოჯანმრთელდა, ხუთი კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა განაცხადა, რვა პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია, ხოლო ერთის მოკვლევა მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S