ახალი შემთხვევებიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილი არაა
23/04/2020 06:42:30 საზოგადოება
კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 8–ის ინფიცირების წყარო ცნობილია, ხოლო ერთის მოკლვლევა მიმდინარეობს,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რვა პაციენტი უკვე ცნობილი კლასტერების კონტაქტებია.
ახალ ინფიცირებულთაგან ორი შემთხვევა ბათუმზე მოდის: აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ერთი გუშინ შემოვიდა სარფის საბაჟოდან, მეორე ინფიცირებული კი კარანტინში იმყოფებოდა.
ამასთან, ცნობილია, რომ ახალ შემთხვევებს შორის ერთი 5 წლის ბავშვია მარნეულის "კლასტერიდან", რომლის მშობლებსაც კოვიდდიაგნოზი აქვთ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 პაციენტი გარდაიცვალა.


