"სასწრაფო დახმარების ორ ექიმსა და 3 მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ"
22/04/2020 18:59:14 საზოგადოება
სასწრაფო დახმარების ბრიგადის ორ ექიმსა და სამ მძღოლს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ,– იუწყება „ფორმულას“.
ამავე წყაროს ცნობით, ექიმები ორთაჭალაში მდებარე სასწრაფო დახმარების ფილიალში მუშაობდნენ. ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ.
სასწრფო დახმარების ორთაჭალის ფილიალი მას შემდეგ დაიხურა, რაც იქ მომუშავე ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი მეუღლისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთვნება.
დაინფიცირებული ექიმის ბოლო სამუშაო დღე 31 მარტი იყო, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ორთაჭალის ფილიალში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის 416 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 5 160 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 579. ვირუსისგან სრულად განიკურნა 107 პაციენტი, 5 კი, გარდაიცვალა.


