Accentnews.ge
გამყრელიძე: "ჩემს შვილს სწორად უმკურნალეს"

გამყრელიძე: "ჩემს შვილს სწორად უმკურნალეს"

22/04/2020 17:05:32 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის მიერ შედგენილი მკურნალობის მეთოდს სრულად ენდობა.

ის გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც საქართველოში კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლს ეხება - კერძოდ კი მედიკამენტ "პლაქვენილის" გამოყენებას.

გამყრელიძის თქმით, თავის შვილს სწორედ ამ მეთოდით უმკურნალეს და ამიტომაც გამოჯანმრთელდა შედარებით მალე.

"მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს შვილს უმკურნალეს სწორად, იმიტომაც სწრაფად გამოჯანმრთელდა,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ თენგიზ ცერცვაძის საქმანობის არაჯანსაღი კრიტიკა სრულიად მიუღებელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S