საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 100–ს გადასცდა
22/04/2020 15:05:47 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი განიკურნა და ამ დროისთვის განკურნებულთა რაოდენობა 105–ია,– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, დღის განმავლობაში 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამდენად, ამ დროისთვის ჯამში ქვეყანაში 416 დადასტურებული შემთხვევაა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ახალი შემთხვევები ძველი შემთხვევების კონტაქტებია და მიმდინარეობს მათი ეპიდკვლევა.
ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.
განახლება
საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 107 გახდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებ–გვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.


