Accentnews.ge
„ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი აქვს“

„ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი აქვს“

22/04/2020 13:36:36 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თითოეული დეპარტამენტისა და სსიპ-ის ხელმძღვანელისგან პირადად მოისმინა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და მიიღო ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ.

შეხვედრაზე განიხილეს კლინიკების მობილიზების საკითხები, ლოჯისტიკისა და მარაგთან დაკავშირებული თემები.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამინისტროს ამ ეტაპზე სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი აქვს, რომელიც სამედიცინო სექტორზე ეტაპობრივად გადანაწილდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S