Accentnews.ge
ერაყში დაღუპული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში სპეცრეისით გადმოასვენეს

ერაყში დაღუპული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში სპეცრეისით გადმოასვენეს

22/04/2020 13:25:54 საზოგადოება

ერაყიდან სპეცრეისით საქართველოში 70 მოქალაქე დაბრუნდა. ამავე ბორტით გადმოასვენეს ერაყში დაღუპული საქართველოს მოქალაქე, რომელიც 24 მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა. 39 წლის მამაკაცი ქობულეთის მკვიდრია. ის ერაყში მეუღლესთან ერთად სამუშაოდ იმყოფებოდა.

სპეცრეისით ჩამოსული საქართველოს 70 მოქალაქე კარანტინში გადაიყვანეს.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დამატებითი ავიარეისები განისაზღვრა: 5 მაისს სამშობლოში მოქალაქეებს ჩამოიყვანენ ათენიდან, 7-ში - ამსტერდამიდან, 9 მაისს - ბერლინიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S