"ქობულეთის კლასტერის" კონტაქტებიდან 200 პირი ისევ გამოსაკვლევია
22/04/2020 07:30:36 საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე აჭარაში 2 000-მდე პირი ე.წ. პისიარ ტექნოლოგიით გამოიკვლიეს, 450 კი სწრაფი ტესტით.
მიმდინარეობს ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების კვლევაც. მოძიებული 530 კონტაქტიდან უკვე გამოკვლეულია 330 პირი. მათგან სწრაფი ტესტით მხოლოდ 12. გამოკვლეულთაგან 34-ს დაუდასტურდა კორონავირუსი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლასტერთან დაკავშირებული ყველა პირი კვლავ რჩება იზოლაციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ აჭარაში ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
მისი ინფორმაციით, ბიოლოგიური ლაბორატორიული კვლევა 100 პირს ჩაუტარდა და ყველას უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა.


